გუშინ მადრიდში, სან ლორენცოს პრესტიჟული ფესტივალი ბიზეს უკვდავი ოპერის „კარმენი“ დაუსრულებელი ოვაციებით გაიხსნა.
მთავარ როლში ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე წარსდგა მსოფლიოში ცნობილ კოლეგებთან, არტურო ჩაკონისთან და ანხელ ოდენასთან ერთად.
მადრიდის ორკესტრს დირიჟორობდა ცნობილი ესპანელი დირიჟორი ოლივერ დიასი.
საღამოს ესწერებოდა მსოფლიო ლეგენდა პლასიდო დომინგო, სწორედ მისი კონკურსის გამარჯვებულია ქეთევან ქემოკლიძე.
საღამოს ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი ესპანეთში ალექსანდრე ჭკუასელი და კულტურის ატაშე ანა ნოზაძე.
