LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი იუბილარია: „ვერავინ ვერაფერს დააკლებს ნიკოლოზ რაჭველს! ნეტავ, ეს ხალხი მალე მიხვდეს, ვინ ხარ!“

179
გიორგი გიგაშვილი დანიკოლოზ რაჭველი

დღეს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი იუბილარია. ის ამჟამად კიევში იმყოფება, სადაც გასტროლზე იმყოფება.

„კიდევ ერთი წელი ჩემს საინტერესო ცხოვრებაში… დიდი მადლობა ყველა განცდისთვის, თანადგომისთვის, სიყვარულისთვის და უწყვეტი მუსიკისთვის, რითაც ღმერთმა და სამყარომ ასე უხვად დამასაჩუქრა!“

პიანისტი გიორგი გიგაშვილი ნიკოლოზ რაჭველს დაბადების დღეს ულოცავს და მას გენიოს მუსიკოსს უწოდებს:

„ვერავინ ვერაფერს დააკლებს ნიკოლოზ რაჭველს!

მთელი ცხოვრებაა, მეგობრებ-ახლობლებიდან დაწყებული უცნობ-უნიჭოებით დამთავრებული ყველას აზრი აქვს მასზე, ყველას შეუძლია ყველაფერი თქვას, ყველას აქვს უფლება, საშინელებები ილაპარაკოს, მაგრამ ერთ რამეს ვერავინ შეცვლის: გენიოსი მუსიკოსია, ქართული მუსიკალური აზროვნება და ჟღერადობა მიაჩვია და დაუმეგობრა ყანჩელს, ჰოლივუდს, ამერიკულ-ევროპულ სტანდარტებს, როცა ამას არავინ აკეთებდა (ახლაც არ აკეთებს არავინ) და რაც მთავარია, უიშვიათესად სუფთა ადამიანი და სამაგალითო მეგობარია.

გილოცავ, ნიკოლოზ! ნეტავ, ეს ხალხი მალე მიხვდეს, ვინ ხარ!💘 მე კიდე სულ მადლობელი ვიქნები, რასაც აკეთებ ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g