მერიკო კარტოზია ვიდეომიმართვას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ მისი გადაცემა „მაესტროს ექსკლუზივი“ ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ეთერში აღარ გავა.
„იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „მაესტროს ექსკლუზივი“ შეჩერდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „მაესტროს“ გენერალურ დირექტორს, ბატონ ზურაბ ნაყეურს, მისი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი გადაცემა უკვე ათი თვეა, ეთერშია“ – აღნიშნა მერიკო კარტოზიამ და აქვე მადლობა გადაუხადა გადაცემაზე მომუშავე ჯგუფს, სტუმრებსა და მაყურებლებს, რომლებიც მისი თქმით, თითოეული გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ სწერდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან „მაესტრო“ „იმედის“ ჰოლდინგის წევრი გახდა.
https://www.facebook.com/MaestroExclusive/videos/1662365094073374/?autoplay_reason=all_page_organic_allowed&video_container_type=0&video_creator_product_type=0&app_id=273465416184080&live_video_guests=0