ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე საკუთარ Facebook გვერდზე გამოთქმულ პოზიციაზე განმარტებას აკეთებს. ქეთათო პოპიაშვილი ამბობს, რომ მან სტატუსში არა აქციის მონაწილეები, არამედ მუსიკის გაშვებაზე პასუხისმგებელი პირი, popmusic-ის დამფუძნებელი ლექსო მაჭავარიანი იგულისხმა.
“როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს არ უნდა ჩადიოდე. ერთ კონკრეტულ მაჯლაჯუნას ეხება ეს, მაღალ, სათვალიან მაჯლაჯუნას. მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი. მე ყველანაირი ბერკეტი მაქვს… თუ გამაღიზიანებენ, გამაბრაზებენ, გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ ეგეთი არ დაესიზმრებათ,” – აცხადებს „რუსთავი 2“-თან ქეთათო პოპიაშვილი.
ირაკლი ჩარკვიანის მეუღლეს არ სურს, რომ ირაკლი ჩარკვიანის ხმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ინტენსიურად ისმოდეს. ქეთათო ამბობს, რომ თუ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები მის “გაღიზიანებას” გააგრძელებენ, შესაძლოა, მან საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში იჩივლოს.
შეგახსნებეთ, ქეთათო პოპიაშვილის გაღიზიანებას აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის გაშვება იწვევს. 3 ივლისს მან Facebook-ზე დიდი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აქციის ორგანიზატორები მაჯლაჯუნებს შეადარა. ქეთათო “მეფის” სიმღერების გაჟღერებას ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებად აფასებს.
ქეთათო პოპიაშვილმა გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სადაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას მიმდინარე აქციებზე უკანონოდ იყენებენ
ქეთათოს პოსტის ყველაზე სასაცილო გამოხმაურებები - „ვინც ზღვას გადმოცურავს, ყველა ლარს გადაიხდის“