LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა ჯოხაძე: „ჩემი შვილიშვილი თვენახევრით ადრე დაიბადა, პაწაწუნა, მაგრამ ჯანღონით სავსე ბიჭია… ეს იყო წამიერად მისწრებული და გადარჩენილი სიცოცხლე, დედისთვისაც და შვილისთვისაც…“

500
მაგდა ჯოხაძე

ანრი ჯოხაძის და, მომღერალი მაგდა ჯოხაძე ახლახან ბებია გახდა. ოჯახი ბავშვის დაბადებას მოგვიანებით ელოდა, მაგრამ პატარა აღდგომის დღესასწაულზე ნაჩქარევად მოევლინა ამ ქვეყანას.

მაგდა ჯოხაძე თავისი პირადი ბედნიერების ამბავს ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს, თუმცა იმ სირთულეების შესახებაც ჰყვება, რაც ბავშვის დაბადებას ახლდა თან:

„თუ ასეთ დღესასწაულზე ჩემი შვილიშვილი მოევლინებოდა ამ ქვეყანას, ვერ წარმოვიდგენდი. ამხელა სიხარულთან ერთად, დანიელმა ოჯახში გაორმაგებული, პლუს ბედნიერება შემოიტანა. ასე ვთქვათ, შვილიშვილმა სიურპრიზი გამიკეთა არა მარტო მე, არამედ მთელ ოჯახს. მის დაბადებას მაისის 25 რიცხვისთვის ველოდებოდით, მაგრამ პატარა კაცმაცუნამ არ ისურვა მხოლოდ ოჯახის სადღესასწაულოდ მოვლენა და ინება მთელი მართლმადიდებელი სამყარო რომ ზეიმობს, იმ დღეს მოვლენილიყო ამქვეყნად. თვენახევრით ადრე დაიბადა, პაწაწუნა, მაგრამ ჯანღონით სავსე ბიჭია. უფალს მადლობა ჩემი შვილისა და შვილიშვილის გადარჩენისთვის. უფლის წყალობაა, რომ ისინი კარგად არიან და ზაალ კოჭლამაზიშვილის, რომელმაც მარის საკეისრო კვეთა ჩაუტარა. რომ არა ზეკვალიფიციური ექიმი, ბატონი ზაალი, შეიძლება, ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო, იმიტომ, რომ მარიკუნა რეზუს უარყოფითია და იყო საშიშროების რისკი. ეს იყო წამიერად მისწრებული და გადარჩენილი სიცოცხლე, დედისთვისაც და შვილისთვისაც. ესეც ღმერთის წყალობაა, რომ ზაალი ჩემი ოჯახის ახლობელი და ძმობილია, მთელი ორსულობის პერიოდში მარის ზედამხედველობდა და წამებში მივასწარით, რომ ნაყოფსა და დედას საფრთხე არ შეჰქმნოდა.

ახლა როგორ არიან დედა-შვილი?

მიუხედავად ნაადრევი მშობიარობისა და რისკებისა, ახლა ორივე მშვენივრადაა, მადლობა უფალს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g