მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო, დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ინფორმაციას მცხეთა მთიანეთის მხარე ავრცელებს.
„ძლიერი ყინულმოცვის (უხვი ნალექისა და ყინვის) გამო, დაზიანდა მაღალი ძაბვის 110 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რის შედეგადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს, ჭართალს, ხანდოს ხეობას, გუდამაყარს. დილის ექვსი საათიდან ჯგუფები მუშაობენ და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.