LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაღალი სიჩქარით, წითელზე გავლისას მოპედს დაეჯახა, „გლოვოს“ კურიერი მძღოლი ადგილზე დაიღუპა – ვიზიარებ ოჯახის უდიდეს მწუხარებას“ – თვითმხილველი თბილისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

729
მამუკა ქობალია

გუშინ, ღამით, თბილისში, კერძოდ კი, შეშელიძის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე შეეწირა.

როგორც სოციალურ ქსელში თვითმხილველები წერენ, მოპედის მძღოლი, „გლოვოს“ კურიერი მამუკა ქობულიაა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა.

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო

„გუშინ, ღამით, თბილისში, დიღმის ხიდზე, ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ავტომობილის მძღოლი, მაღალი სიჩქარით წითელზე გავლისას მოპედს დაეჯახა, „გლოვოს“ კურიერი, მოპედის მძღოლი მამუკა ქობულია ადგილზე დაიღუპა. ვიზიარებ ოჯახის უდიდეს მწუხარებას“. – წერს სოციალურ ქსელში მათე უბილავა.

ინფორმაციისთვის, როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გუშინ ღამით თბილისში დიღმის ხიდზე ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ავტომობილის მძღოლმა მაღალი სიჩქარით წითელზე…

Posted by Mate Ubilava on Wednesday 29 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g