მაღაზია ”გლორია ჯინსის” ახალი ფილიალი სავაჭრო ცენტრ ”სითი მოლში” გაიხსნა.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, მაღაზიის ახალ ფილიალში მსურველებს ელოდება:ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანისამოსი. დიდი არჩევანია აქსესუარებზეც.
”ჩვენი პროდუქცია ყველა გემოვნების ადამიანისთვისაა შექმნილი, რათა მათ თავი კონფორტულან იგრძნონ”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, მაღაზიაში არსებული პროდუქცია რუსეთიდან ჩამოდის.
გეტყვით იმასაც, რომ მაღაზიის ოფიციალური, გრანდიოზული გახსნა 14 იანვარს იგეგმება. ამ დღეს მაღაზიაში მისულ სტუმრებს სპეციალური ფასდაკლებები და გასართობი პროგრამა ელოდება.
მაღაზიის ახალი მისამართია: სავაჭრო ცენტრი ”სითი მოლი”.