Home decor მომხმარებელს სანათებს, სახლის აქსესუარებს, სამკაულებს, სასაჩუქრე სუვენირებსა და ნეპალიდან ჩამოტანილ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას Home decor-ის დამფუძნებელმა მანანა ბერაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მაღაზიაში ნეპალიდან ჩამოტანილ სანათებზე 60%-იანი ფასდაკლება მიმდინარეობს.
”ყველაზე მოთხოვნადი და ორიგინაური ნეპალიდან ჩამოტანილი ნივთებია, რომლებიც ექსკლუზიურია და მხოლოდ ჩვენს მაღაზიაშია შესაძლებელი მათი შეძენა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი დიზაინით შექმნილი ნივთები თანამედროვეა. უახლოეს მომავალში კი ვგეგმავთ კიდევ ერთი მაღაზიის გახსნასაც”, – განაცხადა ბერიძემ.
მისივე ინფორმაციით, ნივთების ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია. სამკაულების შეძენა მსურველს 15-150 ლარად შეუძლია, ხოლო სახლის აქსესუარების ფასი 10 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. გარდა ამისა, მაღაზია კლიენტებს სუვენირებსა და ხელნაკეთ ბარათებს სთავაზობს, რომელთა შეძენაც 3-50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
მაღაზიაში მომხმარებელს ხელნაკეთი ნივთების გარდა, მზა პროდუქციის შეძენაც შეუძლია. მასალა, რომელსაც დიზაინერები იყენებენ წარმოდგენილია ვენეციური შუშით, პოლიმერული და ჩვეულებრივის თიხით, ტყავით, მეტალითა და ხის მისალით.
Home decor-ი ვეკუას 3 ნომერში, სავაჭრო ცენტრ GTC-ის მეორე სართულზე მდებარეობს და ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.