მაღაზია ”კაპრიზი” მომხმარებელს ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების 2015 წლის კოლექციაზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც მაღაზიის მენეჯერმა ნათია ცხადაშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები ,როგორებიცაა : Valentino, Dolce & Gabbana,Channel, Victoria Beckham, Calvin Klein, Dior და სხვა.
”25 მარტიდან ველოდებით სრულიად ახალ საგაზაფხულო კოლექციას და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მსოფლიოს ცნობილი ბრენდები შეიძინოს”, – აღნიშნა ცხადაშვილმა.
მაღაზია უკვე 4 წელია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს და პეკინის N16 -ში მდებარეობს.