მაღაზია Mothercare მომხმარებლებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა თათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, მსურველებს ბავშვების, ორსულებისა და დედების საჭირო ნივთს სთავაზობენ.
მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში წარმოდგენილია ავეჯი, ტანსაცმელი, სათამაშოები, თეთრეული და ა.შ. მაისურების ფასი 11 ლარიდან, შიდა მაისურების ფასი კი 18 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ბოდეებს, მათი შეძენა 37 ლარიდანაა შესაძლებელი.
”ჩვენთან მაღალი ხარისხის პროდუქციაა წარმოდგენილი. ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს. აქ მოსულ მშობლებს ყოველთვის შეუძლიათ შეიძინონ ყველა საჭირო ნივთი ერთ სივრცეში”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
Mothercare-ი სავაჭრო ცენტრ ”ისთ ფოინთში” მდებარეობს და ყოველდღე 10:00-დან 22:00 საათამდე მუშაობს.