მაღაზია No One მომხმარებელს ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციებს სთავაზობს.
როგორც No One-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა თეო ღვალაძემ ”ფოტუნა პლუსს” განუცხადა, ეს არის ქართული ბრენდი და პროდუქცია, მოდის ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში მზადდება.
”მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისსაც ვთავაზობთ, მსურველს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი ნივთი No One-ის Facebook-ის ოფიციალური გვერდის (https://www.facebook.com/BrandNoOne/timeline ) საშუალებით შეგვიკვეთოს და მას ჩვენი კურიერი, თბილისის მასშტაბით, ადგილზე უფასოდ მიიტანს”, – აღნიშნა ღვალაძემ.
მისივე ინფორმაციით, სექტემბრიდან ბრენდი მომხმარებელს ფეხსაცმლის ხაზზსაც შესთავაზებს. უახლოეს მომავალში, ბრენდ No One-ის ახალი მაღაზიის გახსნაც იგეგმება. ამჟამად კი, მაღაზია დიღმის მასივში, რობაქიძის 7 ნომერში მდებარეობს.