მაღაზია ”ბებე+” მომხმარებლებს ახალ, საზაფხულო კოლექციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსს” მაღაზიის მფლობელმა ინგა ჭითავამ განუცხადა, მაღაზიაში 0 თვიდან 15 წლამდე ბავშვების ფეხსაცმელები, მაისურები, შორტები, პერანგები და სხვა პროდუქციაა წარმოდგენილი.
მისივე განმარტებით, მსურველებს ბოდეების შეძენა 8-15 ლარის ფარგლებში შეუძლიათ, შორტების 15-28 ლარის, მაისურების კი 8-18 ლარის ფარგლებში. გარდა ამისა, მაღაზიაში საცურაო კოსტუმების დიდი არჩევანია, რომელთა ფასიც 12 ლარიდან იწყება და 18 ლარამდე აღწევს.
”ჩვენთან ისეთი ბრენდებია წარმოდგენილი როგორებიცაა: next, tac, h&m, carter’s და ყველა წამყვანი ბრენდი. ჩვენ ვშრომობთ იმისთვის, რომ გავალამაზოთ ქართველი ბავშვები იაფი და ხარისხიანი ტანისამოსით”, – აღნიშნა ჭითავამ.
მისივე ინფორმაციით, ”ბებე+’’-ში 20-დან 100 ლარამდე სასაჩუქრე ვაუჩერები არსებობს და წელიწადში ორჯერ გრანდიოზული, 70%-იანი ფასდაკლებაა. გარდა ამისა, ყველა დღესასწაულზე მომხმარებლები სპეციალური აქციებით სარგებლობენ.
შეგახსენებთ, რომ მაღაზია ”ბებე+ 1”-ის ფილიალები ჭავჭავაძის N30-ში, სავაჭრო ცენტრში “გლდანი მოლი”, პეკინის N14-ში, სავაჭრო ცენტრში “ქარვასლა”, სავაჭრო ცენტრში “კიდობანი”, აღმაშენებლის N144-ში მდებარეობს.