მაღაზია “COLUMBIA & CONVERSE & MUSTANG-JEANS” მომხმარებელს შემოდგომა-ზამთრის კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განმარტა, ახალ კოლექციაში შედის, როგორც ქალის ასევე მამაკაცის, ქურთუკები, სვიტერები, ჯინსები, მაისურები.
”ქურთუკების ფასი 180 ლარიდან იწყება, დიდი არჩევანი გვაქვს ჯინსის შარვლებზე, რომელთა ფასიც 90 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. მაისურები მსურველებს 25 ლარიდან 60 ლარის ფარგლებში შეუძლიათ შეიძინონ.”-აღნიშნა მენეჯერმა.
შეგახსენებთ, რომ მაღაზია ზაფხულის კოლექციაზე აწესებს 20%-30% და 50%- იან ფასდაკლებებს.
“COLUMBIA & CONVERSE & MUSTANG-JEANS” პროდუქცია ამერიკიდან და გერმანიიდან ჩამოდის, მსურველებს მაღაზიაში სტუმრობა სავაჭრო ცენტრებ ”თბილისი მოლსა” და ”ისთ პოინტში” შეუძლიათ.