LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიაში დაბრუნებული ტანსაცმელი კარანტინში მოხვდება: რა უნდა გავაკეთოთ მოლიდან შინ დაბრუნებულებმა?

387
5678

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს მაღაზიებისა და მოლების გახსნის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

საქართველოში კი სავაჭრო მოლები და მაღაზიები 1 ივნისიდან გაიხსნება.

მსხვილ მოლებში ადამიანების სიმრავლის გამო დაინფიცირების რისკი მაღალია.

რა უნდა გავაკეთოთ მოლიდან შინ დაბრუნებულებმა? „ფორტუნა“ გთავაზობთ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას რეკომენდაციებს.

1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია და რესტორნები, მათ შორის მოლები

პრემიერმა აღნიშნა, რომ მუშაობას განაახლებს ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

მოლებში, ისევე როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები. უნდა გვეკეთოს პირბადე და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დავიმუშაოთ.

მოლში ნაყიდი ტანსაცმელი რამდენად შეიძლება გახდეს დაინფიცირების წყარო?

აკრძალულია გასახდელების გამოყენება. ტანსაცმელთან ადამიანებს ხანგრძლივი კონტაქტი არ ექნებათ, ამიტომ საშიში აღარ იქნება. შინ მოტანის შემდეგ შეგვეძლება ჩვეულებრივ გამოვიყენოთ და თუ არ მოგვერგება, მივაბრუნოთ მაღაზიაში. მაღაზიაში დაბრუნებული ტანსაცმელი კარანტინში მოხვდება. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, ის გაყიდვაში დაბრუნდება.
ზოგს ჰქონდა ჩვევა, რომ ნაყიდი ტანსაცმელი გაერეცხა და ისე დაეწყო მისი გამოყენება. არ იქნება ცუდი, თუ ამ ჩვევას შეინარჩუნებენ და მათ სხვებიც მიბაძავენ. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად დავიზღვევთ თავს.

როგორ დავამუშაოთ ტანსაცმელი, რომელიც მოლში ყოფნისას გვეცმევა?  

რა თქმა უნდა, რითაც გადავაადგილდებით ქუჩაში და გვაქვს სხვა ადამიანებთან შეხება, სჯობს, ის ტანსაცმელი გარეცხილ ტანსაცმელთან ერთად არ შევინახოთ.
იდეალური ვარიანტია, რომ ბახილები გამოვიყენოთ სახლში შესვლის შემდეგ. თუ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაშინ ფეხსაცმელი, რომლითაც მაღაზიებსა და ქუჩებში დავდიოდით, გარე სივრცეში დავტოვოთ. ფეხსაცმელზე არსებული ვირუსი რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში (გააჩნია მატერიას) იღუპება.

მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, მაქსიმალურად დავიცვათ. არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ კორონავირუსი საერთოდ გაქრა. ახლა უბრალოდ პიკმა გადაიარა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კორონავირუსისგან თავისუფალმა პერიოდმა დიდხანს გასტანოს.

რამდენი ხანი შეიძლება ვატაროთ პირბადე, რომელიც ტრანსპორტში გვეკეთა – ინფექციონისტის რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები