მაღაზიაში Naf-Naf სრულ კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება მიმდინარეობს. გარდა ამისა, იმავე ქსელში შემავალი მაღაზია Kookai მსურველებს ახალ კოლექცისა და ძველ კოლექციაზე 50%-იან ფადაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მარკეტინგის მენეჯერმა, ნათია შავიშვილმა აღნიშნა, ორივე მაღაზიაში ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარებია წარმოდგენილი.
მისივე ინფორმაციით, Naf-Naf და Kookai ფრანგული ბრენდის სამოსს გთავაზობთ, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასათვის და, რაც მთავაზრია, მოდელები ლიმიტირებულია.
”ჩვენი პროდუქცია საუკეთესო ხარისხისაა. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მოდელის ლიმიტირებული რაოდენობა გვაქვს, ჩვენს კლინტებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან პროდუქციას, რომელსაც ჩვენთან შეიძენენ სხვას არ ეცმევა”, – განაცხადა შავიშვილმა.
მაღაზიები პეკინის 2 ნომერში მდებარეობს და შაბათ-კვირას 12:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო სხვა დღეებში 11:00-დან 22:00 საათამდე მუშაობენ.