მაღაზია “პოდიუმი” მომხმარებელს შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე 50%-იან, 60% -იან და 70%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც მაღაზიის დირექტორმა ავიოლა დიანამ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ფასდაკლება 14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
მისივე ინფორმაციით, “პოდიუმი” არის პირველი მაღაზია თბილისში, სადაც ცნობილი იტალიელი დიზაინერის Elisabetta Franchi-ის ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და აქსესუარებია წარმოდგენილი.
”ჩვენს მაღაზიაში მოგემსახურებიან პროფესიონალი კონსულტანტები და სტილისტები, რომლებიც მოდის ბოლო ტენდენციებისა და თქვენი ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით, განუმეორებელ სინთეზს შექმნიან”, – აღნიშნა მაღაზიის დირექტორმა.
მაღაზია ”პოდიუმი” 20 წელია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს. მომხმარებლებს კი, იტალიელი დიზაინერის ბრენდული ტანსაცმლის შეძენა შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ: ფალიაშვილის#41, სავაჭრო ცენტრი ”გუდვილი” (ქავთარაძის#1), სავაჭრო ცენტრი GTC (ვეკუას#3).