LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიაში Second Floor 65%-მდე ფასდაკლება მიმდინარეობს

100

მაღაზია Second Floor მომხმარებლებს სრულ კოლექციაზე 65%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება. როგორც ”ფორტუნა პლუსთან საუბრისას მაღაზიის მფლობელმა, ლიკა იმნაძემ აღნიშნა, მაღაზიაში ქალის მულტიბრენდული სამოსი, ფეხსაცმელი, ჩანთები და შლაპებია წარმოდგენილი.

მისივე ინფორმაციით, second floor-ი ისეთ ბრენდებს გთავაზობთ, როგორებიცაა: Alexander Varge, Acne, Marcelo Burlon, Stella McCartney და ა.შ.

”ჩვენთან  საუკეთესო ხარისხის პროდუქციაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, გარემო, რომელიც ჩვენთან მოსულ სტუმრებს დახვდებათ სასიამოვნო და ორიგინალურია. ჩვენ გთავაზობთ განსხვავებულ სამოსს”, – განაცხადა იმნაძემ.

მაღაზია Second Floor აბაშიძის 61 ნომერში, მეორე სართულზე მდებარეობს და ყოველდღე 12:00-დან 20:00 საათამდე მუაობს. მაღაზიის საკონტაქტო ნომერია : 591800800.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები