LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიაში TED LAPIDUS-ი 20%-დან – 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო

153

მაღაზია TED LAPIDUS-ი მომხმარებლებს 20%-დან – 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მარაზიის მენეჯერმა ნინო მესხმა აღნიშნა, ფასდაკლება სრულ კოლექციაზე ვრცელდება, სადაც წარმოდგენილია მამაკაცის ჯინსები, მაისურები, პერანგები, ფეხსაცმელები და ა.შ.

მისივე ინფორმაციით, შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან, პულოვერებისა და ჟაკეტების შეძენა მსურველებს 99 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ახალ კოლექციას, ფასდაკლებით ჯინსები 65-100 ლარის, მაისურების კი 69-83 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება პერანგებს, მათი ფასი 100 ლარიდან იწყება.

”Ted Lapidus-მა ბრენდი 1951 წელს დაარსა. ის იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, მათ შორის, ვინც ქუჩის მოდა დაარსა და მოდური გახადა საფარის ჟაკეტები, „უნიფორმისა” და უნისექსის სტილი. 1963 წელს Ted Lapidus-ი  “Chambre Syndicale de la Haute Couture Parisienne”-თან გაერთიანდა. მისი მოდის საწყისი ექსტრავაგანტულობა და სრულყოფილება იყო. ის იყო დიზაინერი, რომელიც უყვარდათ ვარსკვლავებს, მათ შორის იყვნენ ბრიჯიტ ბარდო, ჯონ ლენონი და ბიტლზი. Ted Lapidus-ი განაგრძობს განვითარებას საერთაშორისო დონეზე მკაცრად შერჩეული პროდუქტების შეტანით სხვადასხვა ქვეყანაში”, – განაცხადა მესხმა.

მაღაზია Ted Lapidus-ი პეკინის 178 ნონმერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები