მომღერალი ბარბარე სამხარაძე, რომელიც 2023 წელს ბარტირიული ოპერაცია გაიკეთა, ამბები.ჯი-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ პროცედურამ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.
მისი თქმით ოპერაციის შემდეგ თავს ძალიან კარგად გრძნობს.
როგორც ბარბარე აღნიშნავს, ოპერაციის შემდეგ კილოგრამების დაკარგვის პროცესი ნელა მიმდინარეობდა.
„როდესაც მოტივაცია დიდი გაქვს, ეს ფსიქიკას ვერ აზიანებს… ახლა რომ ვაკვირდები, მეშვიდე კლასში რომ ვყოფილვარ, უფრო ნაკლები წონა მაქვს, ამასთან შეგუება ცოტა რთულია და უჩვეულოც. მხარზე ხელის მოსმით ძვალი რომ ვიგრძენი, შევკრთი.
იყო შემთხვევა, მაღაზიიდან გამოვედი, ჩემი ანარეკლი რომ დავინახე, მეგონა სხვა მიდიოდა.
კუჭის 80% მოიჭრა და დარჩა 20%. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი ისევ ისე რჩება, უბრალოდ ისაა, რომ ცოტა საკვებით კმაყოფილდები, დანაყრება მალე ხდება. დაახლოებით ერთი ბანანის ზომის კუჭი რჩება.. ოპერაცია 25 წუთი გაგრძელდა და ძალიან მალე ჩატარდა. პარასკევს გავიკეთე და კვირას უკვე გამომწერეს. ყველანაირი მითითება, რაც მითხრეს, შევასრულე..
ჩემთან დაკავშირებით, წონის დაკლება ნელა მიმდინარეობდა, თუმცა ეს პროცესი თანმიმდევრულად და ორგანიზებულად წარიმართა, სხეულის სტრუქტურა არ დამრღვევია.
წონის კლების პროცესი კიდევ მიმდინარეობს, ჯერ სრულად არ დასრულებულა. კიდევ 15 კილოგრამის დაკლება მჭირდება და ეს პროცესი შესაძლოა 2 წლამდე გაგრძელდეს“, – ამბობს ბარბარე.