LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიის პროგრამა მარაგების კონტროლის გასამარტივებლად

151
fortuna-01

მარაგების აღრიცხვა და კონტროლი ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. თუ ბიზნესმენეჯერს არ ეცოდინება რა რაოდენობის პროდუქტი აქვს საწყობში, რისი მარაგია დარჩენილი და რა ამოიწურა, ვერ გააკეთებს სწორ ანალიზს და შესაბამისად, ობიექტი ამ პირობებში დიდხანს ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას.

ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის კონტროლი, მაღაზიის პროგრამას ოპტიმო უნაკლოდ შეუძლია.

რა არის ოპტიმო?

ოპტიმო – გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა, რომელიც ეხმარება ბიზნესმფლობელს მართოს ბიზნესი სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აკონტროლოს მარაგები, აღრიცხოს შემოსავლები, იხილოს სტატისტიკები და ანალიტიკა, დააკორექტიროს  RS-ზე ატვირთული ზედნადებები. იგი ერთ სივრცეში უყრის თავს ძირითად ინფორმაციებს, გამოირჩევა მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციონალით, მუდმივად განახლებისა და დახვეწის პროცესშია, რითაც აძლევს საშუალებას ბიზნესს, მიიღოს მეტი სარგებელი.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მაღაზიის პროგრამა ოპტიმო ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღრიცხავს და აკონტროლებს მარაგებს. იგი იძლევა ინფორმაციას დახლებზე და საწყობში არსებული პროდუქციის მარაგების და  გაძლევს საშუალებას, სწორად დაგეგმო შემდეგი შეკვეთები.

ოპტიმო დაკავშირებულია სალარო აპარატთან, სასწორთან და პოს-ტერმინალთან. იგი კარგი დამხმარეა შესყიდვების წარმოებისას, ინტეგრირებულია Rs.ge-თან, რითაც აადვილებს ზედნადებების ატვირთვის, დადასტურებისა და კორექტირების პროცესს.

ოპტიმოს აქვს ორი სამუშაო სივრცე – ერთი მაღაზიის მენეჯერებისთვის, მეორე მოლარეებისთვის. მისი გამოყენება არ მოითხოვს, რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას. პროგრამის გამართვისთანავე თქვენზე მომაგრებული პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი ასწავლის თქვენს თანამშრომლებს, როგორ გამოიყენონ და მართონ მაღაზიის პროგრამა, რომელიც საგრძნობლად უადვილებს საქმეს ობიექტზე მომუშავე ადამიანებს.

მისი დაკავშირება შეიძლება სასწორთან, სალარო აპარატთან და ბანკის პოს-ტერმინალთან. მაღაზიის პროგრამა საგრძნობლად ამარტივებს მოლარის სამუშაო პროცესს, რადგან მოლარეს აძლევს საშუალებას, საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში; გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება; გაატაროს გასაყიდი პროდუქცია შტრიხკოდით, ან ძიების სხვა, მარტივი ფუნქციონალით – ფოტოთი, დასახელებით; ამოწმოს გაყიდვების ისტორია; არ ითვალოს ხელით მისი ცვლის ნავაჭრი.

ოპტიმოს პროგრამა ნებისმიერი კატეგორიის მაღაზიისთვის გამოიყენება იქნება ეს სურსათის, ავტონაწილების, ხილბოსტნის, ტანსაცმლის, ტექნიკის თუ სხვა. თუ ფლობთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სახეობის ბიზნესს, აუცილებლად უნდა სცადოთ ოპტიმო. 14 დღის განმავლობაში შეგიძლიათ უფასოდ, მოირგოთ უშუალოდ მუშაობის პროცესში და შემდეგ ნამდვილად ვერ იტყვით იმ კომფორტზე უარს, რასაც ოპტიმო გთავაზობთ.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები