LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგინა, უშვერი სიტყვები მაკადრა, მეუხერხულება იმ სიტყვების გამეორება…” – „ფორმულას” ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს მეტროში თავს დაესხნენ

161
Untitled design - 2024-04-22T152016.110

ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მამაკაცი მას ჯერ ფიზიკურად შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შორის შეაგინა.

ჟურნალისტის თქმით, კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიურ ლექსიკით მიმართავდა.

„მეტროთი მოვდიოდი სამსახურში, როგორც ჩანს, ჩემს უკან იდგა ეს პიროვნება, არ შემიმჩნევია მანამდე, სანამ არ შემეხო. ცოტა მჭიდროდ მხარზე დამადო ხელი, გამწია, ხელი მკრა და შემდგომ გადაინაცვლა ჩემს მოპირდაპირე მხარეს – მაგინა, უშვერი სიტყვები მაკადრა, ტატუებზე ამახვილებდა ყურადღებას, ციხიდან გამოსული მეძახა, მეუხერხულება იმ სიტყვების გამეორება… შემდგომ, მატარებელი გაჩერდა და ვთხოვე მძღოლს, რომ აღარ გაეგრძელებინა გზა, დავუძახე პატრულს, მოვიდნენ, გამოიყვანეს…

როგორც ვიცი, უკვე სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლო დღეს გაიმართება“ , – ამბობს „ფორმულასთან” ჟურნალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები