LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება

119
ავტომაგისტრალი

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეყნის მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება.

როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, სპეციალური სასწორებით მძიმე სატვირთო მანქანების წონა დაფიქსირდება.

„ვმუშაობთ, რომ ჩვენს მაგისტრალებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომლითაც მძიმე სატვირთო მანქანების წონა დაფიქსირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას“, -აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g