LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგიური დრო მოგზაურობისთვის – 10 ფერადი მიმართულება შემოდგომაზე

118
მაგიური დროა მოგზაურობისთვის - 10 ფერადი მიმართულება შემოდგომაზე

შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე მაგიური დროა მოგზაურობისთვის. ამ სეზონზე ფერადი ქალაქები ახალ ხიბლს იძენს. ისტორიული ქუჩები, პარკები და არქიტექტურა ამ სეზონზე სრულიად სხვა ელფერს იძენს. ამასთანავე მოგზაურობა ამ დროს უფრო კომფორტულია ნაკლები ხალხმრავლობის გამო. ეს არის საუკეთესო სეზონი ფოტოგრაფებისთვის. თუ გსურს შემოდგომის სილამაზე ობიექტივში მოაქციოთ, ამ 10 ფერად ქალაქს უნდა ესტუმროთ.

 1. პარიზი, საფრანგეთი

სიყვარულის ქალაქი შემოდგომით კიდევ უფრო რომანტიკულია.

ტიულერისა და ლუქსემბურგის ბაღები, მონმარტრის ვიწრო ქუჩები და სენის ნაპირები ოქროსფერი ფოთლებით შეუდარებელია.

ეიფელის კოშკი მზის ჩასვლისას, ლუვრის ეზო შემოდგომის ფერებში, ლუქსემბურგის ბაღი ფოთლების საფარით დაუვიწყარი სანახაობაა.

2. პრაღა, ჩეხეთი

შუასაუკუნეების ზღაპარი, რომელიც შემოდგომის ფერებში ცოცხლდება.

კარლის ხიდი, ძველი ქალაქის მოედანი და პრაღის ციხესიმაგრე ძველ საუკუნეებში გამოგზაურებთ.

პეტრინის გორაკიდან ქალაქის საოცარი ხედები იშლება, ასტრონომიული საათი კი შემოდგომის ფერებში სრულიად განსხვავებულად გამოიყურება.

3. კიოტო, იაპონია

იაპონიაში შემოდგომის ფოთოლცვენა ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ალუბლის ყვავილობა გაზაფხულზე.

 განსაკუთრებული სანახაობაა ფუჯის ბაღები, ბამბუკის ტყე,ფერადი ტაძრები და ფოთლებში გახვეული ხიდები.

 4. ბარსელონა, ესპანეთი

ნაკლები ტურისტი და მეტი შესაძლებლობა, მშვიდად შეიგრძნო ქალაქის არქიტექტურა. ბარსელონა ამ სეზონზე მართლაც საოცარია.

საგრადა ფამილია, პარკ გუელი, ლა რამბლა ეს ის მცირე ჩამონათვალია,რაც უნდა მოინახულოთ.

5. ნიუ-იორკი, აშშ

 ნიუ იორკი და ცენტრალ პარკის მიმზიდველობა ამ სეზონზე მსოფლიო მასშტაბით ცნობილია.

ბროდვეი, მეტროპოლიტენის მუზეუმი და ჰელოუინის ატმოსფერო-ნიუ იორკი მოგზაურების საყვარელი დანიშნულებაა.

ფილმებიდან გაცოცხლებული სცენები, ბრუკლინის ხიდი, როკფელერის ცენტრის ხედები ფოტოსესიისთვის საუკეთესო დანიშნულებებია.

6. ფლორენცია, იტალია

რენესანსის ქალაქი ამ დროს ნაკლებად ხალხმრავალია და ტოსკანის შემოგარენი ოქროსფრად იფარება.

დუომო, პონტე ვეკიო, ბობოლის ბაღები, მიქელანჯელოს მოედანი ქალაქის ხედით ნამდვილად ღირს რომ ამ სეზონზე ერთხელ მაინც ნახოთ.

7. მიუნხენი, გერმანია

 ოქტობერფესტი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ გერმანიის საშემოდგომო სავიზიტო ბარათია.

მარიენპლატცი – მიუნხენის ქალაქის მოედანი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული შენობა-ნაგებობებია თავმოყრილი და არქიტექტურის მოყვარულთათვის სამოთხეა.

 ნიმფენბურგის სასახლე, ინგლისური ბაღი, იდუმალი ციხესიმაგრეები, შემოდგომაზე ნამდვილი ზღაპარია.

 8. კუბეკი, კანადა

კუბეკი ევროპული ხიბლით ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც შუასაუკუნეების არქიტექტურა შემოდგომის ფერებს ერწყმის.

 ძველი კუბეკი, შატო ფრონტენაკი, სენტ-ლორენსის სანაპირო ამ სეზონის გამორჩეული სანახაობაა.

9. ედინბურგი, შოტლანდია

მისტიკური ატმოსფერო, შუასაუკუნეების არქიტექტურა და ნისლიანი შემოდგომა ედინბურგს ძალიან მიმზიდველს ხდის.

 ედინბურგის ციხე, პრინც სტრიტის ბაღები, არტურის ტახტი ძველსაუკუნეებში გამოგზაურებთ.

10. ვენა, ავსტრია

ეს ელეგანტური ქალაქი, შემოდგომით უფრო მყუდრო და მშვიდია.

 შონბრუნის სასახლე, ბელვედერი, ოპერის თეატრი ვფიქრობ ამ სეზონზე აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

ასე რომ აირჩიე მიმართულება, მოიმარჯვე კამერა და შემოდგომის საოცარი მოგზაურობა დაუვიწყარ კადრებად აქციეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g