,,მაგნიტი’’, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული სამეურნეო პროდუქტის შესყიდვას ახორციელებს. კომპანიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში პროდუქტები ადგილობრივი მეწარმეებისგან შეიძინა.
აღნიშნული ქმედება ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად მიმდინარეობის წახალისებას ემსახურება. აგრარული ბაზრები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ძირითადად მარნეულიდან და ბოლნისიდან მარაგდება, თბილისში დაიკეტა. მარნეულის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის და რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადების გამო, ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვა გაუძნელდა. კომპანიის ეს გადაწყვეტილება კი მათი პროდუქციის რეალიზებას შეუწყობს ხელს.
,,ჩვენი კომპანია ცდილობს, მცირედი წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს ყველა იმ პირს თუ უწყებას, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. ამჯერად სოფლის მეურნეობის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ,,მაგნიტმა’’ პროდუქცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მისაღებ ფასად შეიძინა. ეს ქმედება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება და მრავალჯერად ხასიათს ატარებს,’’ – აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ ,,მაგნიტის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი.
,,მაგნიტმა’’ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არაერთი ღონისძიება გაატარა. მათ შორის, კომპანიამ „Stopcov ფონდში“ 50 000 ლარი ჩარიცხა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.
სურსათითა და პირველადი მოხმერების საყოფაცხოვრებო ნივთებით მოამარაგა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა და ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, სადაც ჯამში 100-მდე პაციენტი გადის დაკვირვებას და მკურნალობას.
სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 210-ზე მეტი ფილიალი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.