LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მაგთი” და ”დისქავერი” სერიალ „ჰარლი და ძმები დევიდსონების“ პრემიერას გამართავენ

96

”მაგთი” და ”დისქავერი”  სერიალ  „ჰარლი და ძმები დევიდსონების“ პრემიერას გამართავენ.

როგორც ”ფორტუნას” ”მაგთიკომიდან” აცნობეს, სერიალის ოფიციალური ჩვენება 18 სექტემბრიდან ”დისქავერის” არხზე დაიწყება, მანამდე კი, 17 სექტემბერს, ”მაგთიკომი” და დისქავერი 1 სერიის დახურულ-ჩვენებას სასტუმრო „რუმს თბილისში“  მოწვეული სტუმრებისთვის გამართავენ. ამავე დღეს თბილისის ქუჩებში ასევე საზეიმოდ ჩაივლის ჩოპერების კოლონა.

ცნობისთვის,  სერიალი „ჰარლი და ძმები დევიდსონები“  რეალური ისტორიის მხატვრული გაცოცხლებაა. სერიალში მონაწილეობენ  პოპულარული მსახიობები  ისეთი ცნობილი სერიალებიდან, როგორიცაა: „სამეფო კარის თამაშები“ , „კასლი“, C.S.I და სხვა. Discovery Chennel-ის დაკვეთით სერიალის გადაღებაზე მუშაობდა ცნობილი ბრიტანული პროდიუსერული კომპანია Raw Television.

სერიალი „ჰარლი და ძმები დევიდსონები“ სექტემბერიდან, ყოველ კვირა დღეს, 00:00 საათზე, Discovery Chennel-ზე გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები