LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთიკომი კომისიის პოსტს პასუხობს

160
მაგთი

კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ფიზიკური პირი აბონენტებისთვის ტელევიზიის 20 არხისა და 25 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის პაკეტი, 24 ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, თბილისში 24%-ით, ხოლო რეგიონებში 43%-ით იაფია, მაგთიკომი შემდეგი განცხადებით პასუხობს:

„როგორც ჩანს, კომისიამ საკუთარი „ანალიზის“ გააზრება დაიწყო და აღმოაჩინა, რომ თურმე ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ინტერნეტ პაკეტისა და სატელევიზიო არხების ფასი საქართველოში იაფია, რასაც ვამტკიცებდით. იმედია, კომუნიკაციების კომისია გააგრძელებს საკუთარი კვლევის შედეგების სრულად აღქმას და ამიერიდან საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის“.
კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკვეთილი 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევა იხილეთ აქ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები