LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთის Mesh Wi-Fi – ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში

1983
მაგთი

მაგთი აბონენტებს ახალ სერვისს – Mesh Wi-Fi სისტემას სთავაზობს, რაც მკვეთრად აუმჯობესებს სახლისა და ოფისის ინტერნეტის ხარისხსა და სტაბილურობას.

დღეს, მხოლოდ ინტერნეტის ქონა აღარ არის საკმარისი. თანამედროვე ციფრულ რეალობაში, სწორედ ხარისხიანი Wi-Fi განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და სტაბილურად  ვუკავშირდებით ონლაინ სამყაროს. სქელი კედლები, დიდი ფართობი და ერთდროულად ჩართული მოწყობილობები ხშირად სუსტი სიგნალის და „ბრმა ზონების“ მიზეზი ხდება.  Magti Mesh Wi-Fi სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაა. ის თანაბრად ანაწილებს სიგნალს და უზრუნველყოფს საუკეთესო კავშირს შენობის ნებისმიერ წერტილში.

Mesh Wi-Fi რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობით აგებული უსადენო ქსელია, რომელიც ერთიან Wi-Fi გარემოს ქმნის. ტრადიციული როუტერისგან განსხვავებით, სადაც ერთი მოწყობილობა მთელ სივრცეს ფარავს, Mesh სისტემა რამდენიმე მოწყობილობას (Node) იყენებს. სახლში რამდენიმე პატარა მოწყობილობა თავსდება, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთიან ძლიერ Wi-Fi ქსელს ქმნიან. შედეგად მომხმარებელი იღებს:

  • სტაბილურ სიგნალს – ინტერნეტი უკეთესად იჭერს ყველგან;
  • ფართო დაფარვას – ქრება „ბრმა ზონები“;
  • ავტომატურ გადართვას საუკეთესო წვდომის წერტილზე – ვიდეოზარი აღარ წყდება გადაადგილებისას;
  • ერთიან Wi-Fi ქსელს – ერთი სახელითა და პაროლით, მთელი სახლი ერთი

Wi-Fi ქსელით მუშაობს.

Magti Mesh Wi-Fi იდეალურია:

  • დიდი ბინებისა და კერძო სახლებისთვის;
  • ოფისებისა და სამუშაო სივრცეებისთვის;
  • სასტუმროებისა და კომერციული ობიექტებისთვის;
  • ჭკვიანი სახლებისა და IoT ეკოსისტემებისთვის.

შესაკვეთად დარეკეთ მაგთის ცხელ ხაზზე 110011 მობილური ქსელიდან ან ეწვიეთ მაგთის ოფისებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://www.magticom.ge/ka/mesh2026

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები