42 წლის ოსკაროსანი მსახიობი მაჰერშალა ალი, სერიალ „ნამდვილ დეტექტივში“ მონაწილეობას მიიღებს.
ჯერ-ჯერობით მოლაპარაკება არ დასრულებულა, თუმცა ცნობილია, რომ ახალი სეზონი ნამდვილად იქნება და ამის შესახებ HBO-ს პროგრამების დირექტორმა, დევიდ ბლოისმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სერიალის პირველი სეზონი საკმაოდ პოპულარული იყო. მთავარ როლებს მასში მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ასრულებდნენ. მეორე ნაწილმა, რომელშიც კოლინ ფარელი, ტეილორ კიტჩი და რეიჩელ მაკადამსი მონაწილეობდნენ, თაყვანისმცემლებს იმედები გაუცრუა.
აღსანიშნავია, რომ ქასტში ალი პირველი აფროამერიკელი წარმოშობის მსახიობი იქნება.