ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების შესახებ წერს.
მაია ასათიანის თქმით, 1 მაისის აქციაზე ის დედასთან ერთად იმყოფებოდა:
„11 წლის ვიყავი, დედამ პირველად მიტინგზე რომ წამიყვანა 1988-ში, აურელიანოს ყინულის ნახვა რომ ახსოვს, ისე მაქვს მეც ეს ამბავი… გუშინაც ერთად ვიყავით, ოღონდ ახლა ნუცას თაობას მივყვებოდით ორივე კოლონაში… მე 47-ის ვარ, დედა 67-ის, ნუცა 27-ის“, – წერს მაია ასათიანი.
