მაია ასათიანმა თავის გადაცემაში საკუთარ ტრაგედიაზე ისაუბრა, როცა ინგა გრიგოლიას კითხვას უპასუხა, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში.
მაიამ აღნიშნა:
“პირადი მაქვს… მე ვიცი, რომ ეს ბევრ აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, თუმცა მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა თემა, რატომ ვაგრძელებ ცხოვრებას.
დასასვენებლად ვიყავით მე და დედა. სოციალურ ქსელში დავდე ფოტო, სადაც შორტი მაცვია. სხვათა შორის ჩვენმა წრემ, ახლობლებმა, ჟურნალისტებმა დაიწყეს ჭორაობა თემაზე, რატომ მაცვია ზაფხულში შორტი, როგორ ვბედავ და ვისვენებ და ა. შ.
ის, რაც მე მჭირს, არის სამუდამო. მე არ მინდა, ამ ტრაგედიით ვინმე დავამძიმო და დავთრგუნო. შვილმკვდარ დედებს აქვთ უმძიმესი შავი აურა. მე არ მინდა, რომ შენ გრძნობდე ამ ჩემს მძიმე აურას.
დაცემული და მოტირალი არავის დავენახვები. მიკვირს ძალიან, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, ყოველ დღე მხედავდეს საფლავზე დაცემულს…
საზოგადოებას უყვარს უბედურები, საზოგადოებას უნდა, რომ მე ვიყო საფლავზე დამხობილი და ეს არ უნდა ჩემს შვილს. თუ რამეს ვაკეთებ, თუ ცხოვრებას ვაგრძელებ, ეს არის ნუცასთვის. მუდმივად მაქვს განცდა და შეიძლება, გიჟი გეგონოთ, რომ ის ჩემთან არის. დედა-შვილობა სიკვდილით არ მთავრდება, მე ეს ვიცი ზუსტად და ჩვენ სულ ერთად ვართ. სულ მაქვს განცდა, რომ მას არ მოვეწონები შავებში ჩაცმული. მე ვტირი, მაგრამ ამას ვერავიმ ხედავს და ვცდილობ, იშვიათად ვიტირო, რადგან ეს მანგრევს. საფლავზეც იშვიათად დავდივარ, რადგან იქ ვხვდები ყველაზე ცუდად. არ ვიცი, ამას უნდა ვამბობდე თუ არა, მაგრამ არ მივდივარ იმიტომ, რომ იმ წამებში, როცა იქ ვარ, მიპყრობს პანიკა, მინდა, გავთხარო საფლავი და იქ ვიწვე. ამ მდგომარეობაში ჩემი თავი მძულს.
მე დღეს თეთრი მაცვია, საგანგებოდ მაცვია თეთრი, ნუცამ მითხრა ასე… და იმიტომ მაცვია. მე შვილმკვდარი დედა ვარ, ეს ასეა, მაგრამ მე ცოცხალი ვარ და მინდა ვიყო ბედნიერი…
ყველა მოვკვდებით, იქ ყველა წავალთ და ახლა, კაცობრიობის ყველაზე მთავარი შიშის წინაშე მე ვარ თავისუფალი. მე სიკვდილს ველოდები, როგორც ჩემი ცხოვრების მთავარ შეხვედრას, იმიტომ რომ ვიცი, იქ ნუცაა. მანამდე, რამდენიც მაქვს დარჩენილი, ვიცხოვრებ, როგორც ადამიანი…”
https://www.facebook.com/talkshowprofili/videos/1494321950656491/