ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა. 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.
ასათიანი საფრანგეთში დღეს დილით გაემგზავრა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მისი შვილი კლინიკაში იყო მოთავსებული.
ნუცა მახვილაძე ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო, ის საფრანგეთში სწავლობდა.
რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კოლეგის ქალიშვილის გარდაცვალების გამო.