LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანის პირველი ფოტო „ტვ პირველზე“ გადასვლის შემდეგ

4156
maiaasatiani413

მაია ასათიანი თავის გუნდთან ერთად „ტვ პირველზე“ გადავიდა და „ახალ პროფილს“ მალე ამ არხის ეთერში ვიხილავთ. მანამდე ტელეწამყვანმა „რუსთავი 2“-ზე მრავალწლიანი მოღვაწეობის დასრულება თავად გადაწყვიტა და „პროფილი“ დახურა.

ახლახან გავრცელდა მაიას „ახალი პროფილის“ პირველი ანონსი, სადაც აბჯარასხმული ტელეწამყვანი ცეცხლის რგოლში დგას. როგორც ჩანს, ეს ვიდეო მისი პროფესიული თუ პირადი ცხოვრების ბრძოლებს განასახიერებს.

მაია ასათიანის „ტვ პირველში“ გადაღებული პირველი ფოტო მისმა პროდიუსერმა, ნიკოლოზ ხაჩიძემ გამოაქვეყნა. ნიკუშა წერს, რომ ფოტოს გარეთ მხიარულებაა, თუმცა თავად სურათი შავ-თეთრია და მაია და ნიკა სერიოზული სახეებით არიან. როგორც ჩანს, პირველ გადაცემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g