LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბარათაშვილი სიმღერის პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

17
maia-baratashvili-ardaidardo

რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „ღვინო დუდუკი, ქალები“, რომლის წამყვანიც მომღერალი ლაშა რამიშვილია, მომღერალი მაია ბარათაშვილი ესტუმრა,  რომელმაც  რუსა მორჩილაძის სიმღერა შეასრულა. გადაცემის სტუმარმა ნინო ჩხიკვაძის სიმღერა „მზესუმზირებში“ დააპრემიერა.

შეიძლება აღნიშნული გადაცემის ფორმატში ვერ ვჯდები, მაგრამ, პრინციპში, ქალი ვარ, მუსიკოსი ვარ და რაც ღვინოს შეეხება, ჩემი ბაბუა, გოგოი მგალობლიშვილი იყო ის, ვინც ააღორძინა ნახევრად მშრალი ღვინო. ასე რომ ღვინოც ჩემია.

საიდან დაიწყო ყველაფერი

6 წლის ვიყავი, როდესაც ბერკოვიჩის კონცერტი, ორკესტრათ ერთად შევასრულე. შემდეგ იყო უამრავი კონცერტი. შემდეგ პროფილი შევიცვალე, არქიტექტურულზე ჩავაბარე.

25 წლის ვიყავი როდესაც თბილისში გაჩნდა „დათოს კლუბი,“ ეს იყო ადგილი, სადაც ყველა ვიკრიბებოდით, ვისაც ჯაზი გვიყვარდა. სწორედ იქ ავიდგი ფეხი და ვისწავლე ყველაფერი.

საოცარ მუსიკას ვასრულებდით. როდესაც გამოსვლებს ვამთავრდებდით, მერე  დისკოტეკა იწყებოდა, გლორია გეინორი, ქუინი და უამრავი ცნობლი მუსიკოსი… ვცეკვავდით, ვმღეროდით, ვერთობოდით და დილით მივდიოდი სამსახურში.

მიმდინარე გეგმები

1998 წლიდან მე ვარ თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ სოლისტი, რომელიც უკვე 25 წელია არსებობს, მათთან დღემდე ვმუშაობ და უამრავი საინტერესო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

27 დეკემბერს ჯაზ-დუეტი მექნება, შემდეგ, „ნეარ ოპერაში“ იგივე პროგრამით წავრსდგები მსმენელი წინაშე, 28-ში საახალწლო კონცერტია მცხეთაში.

31-ში რესტორან „ქეთო და კოტეში“ ვიმღერებ და სამ ენაზე წავიყვან საღამოს. შემდეგ „ლისი მერეში“ გადავინაცვლებ.

2020-ში კი საზღვარგარეთ მივდივარ და უკვე იქ გავაგრძელებ კონცერტების ჩატარებას.

რაც შეეხება ახალ კომპოზიციას, ახალი სიმღერა „მზესუმზირებში“ ნინო ჩხიკვაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი  ირინა სანიკიძეა, ფორტეპიანოზე კი ლია ხუგაშვილი უკრავს.

 

მაია ბარათაშვილი – მზესუმზირებში

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მაია ბარათაშვილი – ვარდები არ არიან. Live

 

მაია ბარათაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები