LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბითაძე: მუშებმა თავად უნდა გაიაზრონ, რომ უსაფრთხოების წესები დაიცვან

178
57109788_528177311041569_4805900702930960384_n

“დასაქმებულებმა თავად უნდა გაიაზრონ, რომ უსაფრთხოების წესები დაიცვან” – ასე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე  “პანორამა თბილისის” მშენებლობაზე მუშების გადმოვარდნას.

“სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. თვითონ დასაქმებულმა ადამიანებმა უნდა გაიაზრონ ის, რომ დამცავი მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გარეშე სამუშაოები არ უნდა აწარმოონ” – განაცხადა მაია ბითაძემ

შეგახსენებთ, პანორამის მშენებლობა, სადაც გუშინ, 16 აპრილს, 3 მუშა გადმოვარდა, ინსპექციამ შეაჩერა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებული სამი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათ გამოკვლევებს უტარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g