„რისთვის ფლანგავენ პაციენტები ფულს „დისბაქტერიოზის ანალიზისთვის“? ან სადაზღვევო კომპანიების გამკვირვებია, ბევრ მართლა მნიშვნელოვან ტესტზე უქმნიან პაციენტებს პრობლემას და ამ არარსებულ „დისბაქტერიოზზე“ გამოკვლევას რატომ აფინანსებენ?“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.
სპეციალისტი ამბობს, რომ აღნიშნული დიაგნოზი და კვლევა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შემორჩა და რეალურად პაციენტის მართვაში არაფერს იძლევა:
„რისთვის ფლანგავენ პაციენტები ფულს „დისბაქტერიოზის ანალიზისთვის“? ან სადაზღვევო კომპანიების გამკვირვებია, ბევრ მართლა მნიშვნელოვან ტესტზე უქმნიან პაციენტებს პრობლემას და ამ არარსებულ „დისბაქტერიოზზე“ გამოკვლევას რატომ აფინანსებენ?
ეს დიაგნოზი და კვლევა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შემორჩა და რეალურად პაციენტის მართვაში არაფერს იძლევა.
გასაგებია, რომ დისბიოზი არსებობს და ნიშნავს„კარგ“ და „ცუდ“ ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევას, მაგრამ ამის ზომვა (და შემდეგ მკურნალობის მერე „გადამოწმება“) არაფრისმომცემია.
დისბიოზის მიზეზები ბევრია (ანტიბიოტიკოთერაპია, სხვადასხვა ინფექციური და არაინფექციური ქრონიკული დაავადებები, სტრესი და სხვ.) და ამ დროს, კიდევ ვიმეორებ, ამ ბატერიების რაოდენობის განსაზღვრა კლინიკური მართვისთვის არ გამოიყენება და არც ერთ ოფიციალურ საერთაშორისო კლინიკურ რეკომენდაციაში არ არსებობს.
არადა, უამრავ პაციენტს მოაქვს ამ კვლევის პასუხი და მოლოდინი აქვთ, რომ რაღაც ინტერპრეტაცია უნდა გავუკეთოთ და მკურნალობა დავუნიშნოთ, რაც „დისბაქტერიოზზე გამოკვლევის“ შედეგად არ ხდება“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.
რისთვის ფლანგავენ პაციენტები ფულს "დისბაქტერიოზის ანალიზისთვის"? ან სადაზღვევო კომპანიების გამკვირვებია, ბევრ მართლა…
Posted by Maia Butsashvili on ორშაბათი, 09 თებერვალი, 2026
