LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია დობორჯგინიძე: „პოლიციური რეჟიმი დაამყარეს, ერთმანეთს დავერიეთ, რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია, როდემდე? – ვებრძვი ამას, რომ ჩემმა შვილებმა დიქტატურის ქვეშ არ იცხოვრონ, არამედ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არის პირველი“

246
მაია დობორჯგინიძე

მსახიობი მაია დობორჯგინიძე დღევანდელ აქცია-მსვლელობას შეუერთდა. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, დღეს ხელისუფლებამ პოლიციური რეჟიმი დაამყარა, რაც მისი მოსაზრებით, საშიშია.

მისი თქმით, არ სურს, მისმა შვილებმა დიქტატურის ქვეშ იცხოვრონ, ამიტომ სწორედ ამისთვის ქუჩაში იბრძვის:

„გავიფიცე! ჩემი ყველანაირი საქმიანობა ამჯერად შეჩერებულია… დამთავრდეს ტერორი! აღდგეს სამართალი! შეწყდეს ქუჩებში ხოცვა-ჟლეტა!“ – მსახიობი სოფო გორელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უერთდება

„ჩემთვის, ფაქტობრივად, პოლიციური რეჟიმი დაამყარეს, რისიც ყველაზე ძალიან მეშინოდა. უკან დაბრუნება საბჭოთა კავშირში, CCCR ერქვა მაშინ. მე ვებრძვი ამას, რომ ჩემმა შვილებმა ერთპიროვნული მმართველობის, დიქტატურის ქვეშ არ იცხოვრონ, არამედ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არის პირველი.

მთავარია ჩვენ ვიყოთ ძალიან შემართებით და მგონია, რომ ყველაზე ბედნიერი გამარჯვება იქნება, თვითონ მთავრობა მიხვდეს, რომ რაღაც დათმობებზე კი არა, ძალიან დიდ დათმობებზე უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ასე ცხოვრება…

რაღაც ერთმანეთს დავერიეთ, რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია, როდემდე? ეს მდგომარეობა ძალიან საშიშია. ხომ გაიმარჯვეს? ჰოდა, ჩაატარონ ხელახალი არჩევნები, რომელსაც უცხოელები დააკვირდებიან, თუ კიდევ გაიმარჯვებენ, მერე უკვე ჩვენ გადავწყვეტთ, დავრჩეთ ამ ქვეყანაში თუ წავიდეთ“. – უთხრა მედიას მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g