LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჯორჯაძე: „ხუციშვილებს ჰგავს, ძალიან ბედნიერი ვარ.. გიოს ერთი სული ჰქონდა და ვერ მოესწრო, ალბათ ხედავს, რომ გაჩნდა პატარა გიო ხუციშვილი“

389
448538682_780521394141410_1225954520616280127_n

მომღერალ ზუკა ხუციშვილს ვაჟი შეეძინა, წყვილმა ბავშვს ბაბუის, ყველასათვის საყვარელი მომღერლის, გიო ხუციშვილის სახელი დაარქვა.

როგორც გიო ხუციშვილის მეუღლემ, მუსიკოსმა მაია ჯორჯაძემ რადიო „ფორტუნას“ განუცხადა, ძალიან ბედნიერია და მთელ საქართველოს უხდის მადლობას მისი სიხარულის გაზიარებისთვის და სიყვარულისთვის.

რას ნიშნავს მისთვის პატარა გიო ხუციშვილის დაბადება, ამაზე მაია ჯორჯაძემ „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

ზუკა ხუციშვილი: „მეც დიდი სურვილი მაქვს და ჩემს მეუღლესაც, რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო. ეს რთული მომენტია და ამ დროს მამა გარეთ როგორ უნდა იყოს, არ ვიცი…“

„გაოგნებული ვარ, ეს სახლი და გვარი.. ვერ მოვდივარ გონს რა ხდება ჩემს თავს.

გოგო, ბიჭი არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარია ჯანმრთელი იყოს, მაგრამ გიოს ძალიან უნდოდა ბიჭი და ერთი სული ჰქონდა ენახა, თუმცა ვერ მოესწრო. ალბათ ესმის და ხედავს ყველაფერს, რომ გაჩნდა პატარა გიო ხუციშვილი.

ზუკა ხუციშვილს ვაჟი შეეძინა – „გიო ხუციშვილი უმცროსის მობრძანებას გაუმარჯოს“

ხუციშვილებს ჰგავს, ძალიან ბედნიერი ვარ და სიტყვებს ვერ ვუყრი თავს. დიდი ხანი ველოდებოდით და გაჩნდა.

დიდი მადლობა ყველას, ვიცნობ არ ვიცნობ, ყველა მილოცავს და იზიარებს ჩვენს სიხარულს. მადლობა მთელ საქართველოს ამ სიყვარულისთვის“, – ამბობს მაია ჯორჯაძე.

ზუკა ხუციშვილი: „მეც დიდი სურვილი მაქვს და ჩემს მეუღლესაც, რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო. ეს რთული მომენტია და ამ დროს მამა გარეთ როგორ უნდა იყოს, არ ვიცი…“

ფოტოები: „ულამაზესი წყვილი“ – ზუკა ხუციშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g