LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია სანდუ: „ბზობა მშვიდობის დღეა, როდესაც ხალხი ლოცვისთვის შეიკრიბა, რუსეთმა სუმი დაბომბა – აგრესორმა პასუხი უნდა აგოს“

165
BeFunky-collage123412 3 4sdf (7)

დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 31 ადამიანი, 80-ზე მეტი კი – დაშავდა. ამ ფაქტს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.

„ბზობა მშვიდობის დღეა. დღეს დილით, როდესაც ხალხი ლოცვისთვის შეიკრიბა, რუსეთმა სუმი დაბომბა – მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები. აგრესორმა პასუხი უნდა აგოს. ასეთ ბოროტებას გამართლება არ აქვს“, – აცხადებს მაია სანდუ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმიში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g