LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ბეი რაიან რეინოლდსს Netflix-ის ყველაზე ძვირადღირებულ პროექტში გადაიღებს

137

რეჟისორი მაიკლ ბეი რაიან რეინოლდსს სერვის Netflix-ის ახალ პროექტში გადაიღებს.

ფილმის სამუშაო სახელწოდებაა „Six Underground“ და ონლაინ-კინოთეატრების ისტორიაში ის ყველაზე ძვირადღირებული იქნება: ბიუჯეტის ოდენობა 125 მილიონი დოლარია. აქამდე Netflix-ის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი მარტინ სკორსეზეს „ირლანდიელი“ იყო, რომლის გადაღებაც 106 მილიონი დაჯდა და რომელსაც სერვისის გამომწერები მომავალ წელს იხილავენ.

რაც შეეხევბა ახალ ფილმს, მისი სიუჟეტი უცნობია. უცნობია ისიც, გამოვა თუ არა ის კინოგაქირავებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები