LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ბი. ჯორდანი და არიანა გრანდე ,,ჰერკულესის” კინოადაპტაციაში ითამაშებენ?

160
Formato-para-foto-Wordpress-24

გავრცელებული ინფორმაციით, დენი დევიტო ,,ჰერკულესის” ცოცხალი მოქმედების რიმეიკში გამოჩნდება. ლეგენდარული მსახიობი, რომელიც საკულტო მულტიპლიკაციის ბუზღუნა პერსონაჟს – ფილს ახმოვანებდა, ამჯერად, ამავე გმირის როლში მოგვევლინება.

მოარული ხმები კლასიკური ანიმაციის კინოადაპტაციაში მთავარი როლების შემსრულებლების ვინაობასაც ამხელენ. საუბრობენ, რომ ჰერკულესს – მაიკლ ბი. ჯორდანი განასახიერებს, მეგის კანდიდატურაზე კი არიანა გრანდე განიხილება.

აღსანიშნავია, რომ ,,დისნეიმ” ,,ლაივ-ექშენ’’ Hercules-ის გადაღების შესახებ ჯერ კიდევ 2020-ში, კორონავირუსის პანდემიის დროს განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი წარმოებაში ამ დრომდე არ ჩაშვებულა, ახლახან ეს საკითხი კვლავ რეზონანსული გახდა.

ჯერჯერობით ეს ამბები დაუზუსტებელია. ასევე უცნობია, როგორც აქამდე იყო დაანონსებული, ურეჟისორებს თუ არა სურათს გაი რიჩი.

შეგახსენებთ, რომ ,,ჰერკულესი’’ 1997 წელს გამოსული მუსიკალური მულტფილმია, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მოტივებზე, ღვთაებრივი გმირის – ჰერკულესის შესახებ მოგვითხრობს. ძირითადი სიუჟეტური ხაზიც, სწორედ ამ უკანასკნელის ირგვლივ ვითარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები