LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი ქორწილისთვის ემზადებიან

72

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი წყვილი – მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი იშვიათად ჩნდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. პაპარაცებმა ისინი  გუშინ პარიზში სეირნობის დროს დააფიქსირეს.

წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ამ შეხვედრისთვის მაიკლმა ახალი ფილმის გადაღებებში პაუზა აიღო და საყვარელ ქალს ცოლობაც სთხოვა. ინსაიდერის თქმით, ისინი მოკრძალებულ ქორწილს გადაიხდიან, რომელსაც უახლოესი მეგობრები და ნათესავები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ფასბენდერმა და 28 წლის ვიკანდერმა ერთმანეთი 3 წლის წინ ფილმის „სხივი ოკეანეებს მიღმა“ გადაღებებზე გაიცნეს. მათი რომანი მალევე დაიწყო, თუმცა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ამ ურთიერთობას მალავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები