LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ფელპსი მამა მეორედ გახდა

52

32 წლის მაიკლ ფელპსი და მისი მეუღლე, ნიკოლ ჯონსონი მშობლები მეორედ გახდნენ. წყვილს ვაჟი, რომელსაც ბეკეტი დაარქვეს, 12 თებერვალს შეეძინა. ამის შესახებ ლეგენდარულმა სპორტსმენმა „ინსტაგრამზე“ თავად განაცხადა:

„გუშინ დიდებული დღე იყო. მე და ნიკოლს გვსურს, სამყაროს ბეკეტ რიჩარდ ფელპსი წარვუდგინოთ. დედაც და ბავშვიც ჯანმრთელები არიან. თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ“, – დაწერა მაიკლმა და ცოლისა და შვილების ფოტო გააზიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები