მაიკლ ჯეკსონის ორეული თბილისს ესტუმრება. საშა პაზდერა, რომელიც პოპის მეფესთან ერთად 1997 წელს, საფრანგეთის ტურნეში მუშაობდა, „ივენთ ჰოლში“ თავის შოუპროგრამას წარმოადგენს და ეს ყველაფერი 31 დეკემბერს მოხდება. ჯეკსონის ორეული გერმანიიდან ჩამოვა თავის ბენდთან და ვოკალისტებთან ერთად.
როგორც საღამოს ორგანიზატორები ამბობენ, საშა პაზდერა 25 წელია, ცეკვავს და თანამშრომლობს მაიკლ ჯეკსონის ქორეოგრაფთან, La Velle Smith Jr-Tan. ის თავად არის ქორეოგრაფი, მომღერალი და მოცეკვავე. საშას დიდი ხანია, მაიკლ ჯეკსონისადმი მიძღვნილი პროგრამა აქვს, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.
საქართველოში ის სამსაათიანი პროგრამით ჩამოდის, რომელიც მთლიანად პოპის მეფის ცნობილი სიმღერებითაა დაკომპლექტებული.