მაიკლ ჯექსონის მკურნალი ექიმი,რომლის დანიშნულებითაც პოპ მუსიკის მეფე გარდაიცვალა, მომღერლის შესახებ ახალ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ექიმმა კონრად მიურეიმ უკვე მოახერხა, პრესისთვის ჯექსონის შესახებ არაერთი ბინძური ამბავი მოეთხრო. ამჯერად კი პროფესორი ამბობს, რომ მაიკლის მამა შვილს სასტიკად ექცეოდა. ჯო ჯექსონი შვილებს მცირე ასაკიდან დაუნდობლად სცემდა და მაიკლს მახინჯს ეძახდა.მ
ექიმის მტკიცებით, ჯექსონმა მას უთხრა :
„დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ბევრ ოჯახში ხდება, ბევრ ბავშვს ცემენ, თუმცა ყველა მათგანი არ ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი“.
მიურეის მტკიცებით, ეს რეალობა იმდენად საშინლად ეჩვენებოდა ჯექსობს, რომ ამისი თქმა უახლოეს მეგობართან, ელიზაბეტ ტეილორთანაც ვერ შეძლო.