LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ექიმი ჯენეტის აქამდე უცნობ შვილზე საუბრობს

125

როგორც ჩანს, ჯექსონების ოჯახის ექიმმა გადაწყვიტა, ეთიკა უგულებელყოს და ყველა საიდუმლო მედიასთან დაფქვას.

კონრად მიურემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მაიკლ ჯექსონი ჰორმონალურ თერაპიას იტარებდა, რომ გარდატეხის ასაკში ხმის ტონალობაზე პრობლემა არ შექმნოდა. ახლა კი მიურეიმ მაიკლის დის, ჯენეტ ჯექსონის პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურება დაიწყო.

50 წლის ჯენეტი ორსულად არის პირველ შვილზე. მომღერალმა მსოფლიო ტურნეც შეწყვიტა,რომ ბავშვისთვის პრობლემები არ შეექმნა. ექიმი მიურეი ამტკიცებს, რომ ჯანეტმა პირველი შვილი 18 წლის ასაკში გააჩინა. კონრადი იხსენებს მის მეგობრობას ჯენეტის პირველ ქმართან ჯეიმს დებარჟემთან. ექიმის მტკიცებით, დებარჟმა მას უამბო, რომ ცოტა ხნის წინ შეიტყო შვილის არსებობის შესახებ.

„ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაცა ნაწილი მაკლდა. ახლა ყველაფერი თავის ადგილას დადგა,“ – უთხრა მიურეის ჯენეტის ქმარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g