89 წლის ასაკში, პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის მამა, ჯო ჯექსონი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი სიკვდილის შესახებ თავად მისტერ ჯექსონმა “ტვიტერზე” დაწერა. მან გამოაქვეყნა ჩამავალი მზის ფოტო, რომელზეც ეწერა, რომ გაცილებით ნაკლები დაისის ნახვის საშუალება ექნებოდა, ვიდრე აქამდე.
შეგახსენებთ, რომ ჯო ჯექსონს მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მისმა შვილებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ექიმები მას დიდი ხნის სიცოცხლის იმედს არ აძლევდნენ.