LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის სახლ-მუზეუმი 9.5 მილიონად იყიდება (ფოტო)

278

Thriller Villa ასე ჰქვია ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის ფეშენებელურ ვილას ლას-ვეგასში, რომელიც ამჯერად აუქციონზე იყიდება. სახლი, სადაც მუსიკოსი ცხოვრების ბოლოო წლებში დიდ დროს ატარებდა, გაყიდვაშია და ყველა მსურველს აქვს საშუალება ნახოს, რა გარემოში ცხოვრობდა პოპ-მუსიკის მეფე.

ვილის საერთო ფართი 24 276 კვადრატული მეტრია, ცალკეა სახლი, რომელიც 2983 კვადრატზეა გაშენებული. შუა საუკუნეების არქიტექტურის სტილში შექმნილი ვილა მომღერალმა თავად გადააკეთა, აქა არის 7 საძინებელი, 12 აბაზანა და ის უფროი მუზეუმს ჰგავს, ვიდრე საცხოვრებელ სახლს. ინტერნეტში განთავსდა ვიდეოც, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს უფრო დეტალურად შეუძლიათ დაათვალიერონ ინტერიერი. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისაღები ოთახი ჯექსონის პორტრეტით და ქორეოგრაფიული დარბაზი, სადაც მომღერალი საკუთარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. აქვეა გარეთ გასასვლელი სპეციალური გვირაბი, რომლითაც ჯექსონი პაპარაცებისგან იმალებოდა. ბინა უკვე გამოიტანეს გასაყიდად 2014 წელს და მისი ღირებულება 19 მილიონი დოლარი იყო, ამჯერად მისი ფასი 9.5-მდე ჩამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g