მაიკლ ჯექსონის ცნობილ ვილაში Neverland პოლიციამ აღმოაჩინა პორნოგრაფიული კრებულები, რომლებიც შიშველი და ნახევრადშიშველი მამაკაცების და მოზარდების ფოტოებს და ვიდეოებს შეიცავდა. ჩხრეკის ფარგლებში პოლიციამ მიაგნო ფოტოებსაც, რომელზეც ცხოველების სასტიკი წამება და სადომაზოხიზმის აქტებია ასახული.
ჩხრეკა სახლში 2003 წლის ნოემბერებში ჩატარდა, ჯექსონის გარდაცვალებამდე 7 წლით ადრე, თუმცა ჩხრეკის ანგარიში მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ვიდეოების ნაწილი ტექნოლოგია „მორფინგით“ არის გადაღებული, ანუ – ბავშვის სახეები კომპიუტერული ანიმაციის საშუალებით ზრდასრული ადამიანების სხეულზე მონტაჟდება. ამასთან, იპოვეს რარიტეტული ფოტოსესიაც, XIX საუკუნეში გადაღებული შიშველი მოზარდების ფოტოებით.
ჩხრეკის შემდეგ მაიკლ ჯექსონი დაადანაშაულეს მცირეწლოვან ბავშვებთან ურთიერთობაში. აღნიშნული მასალა 2003 წელს სასამართლოშიც წარადგინეს. ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, 2005 წელს ჯექსონი სასამართლომ გაამართლა, მას ვერცერთი ბრალდება ვერ დაუდასტურეს.