LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ყოფილი მეუღლის ცნობა შეუძლებელია – 67 წლის დები როუს იშვიათი გამოჩენა

465
page

პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ყოფილი მეუღლე უკვე წლებია, რაც საზოგადოებრივი ყურადღების მიღმაა დარჩენილი. განქორწინებიდან ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა, თუმცა მისი სახელი კვლავ პერიოდულად ჩნდება მედიაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი ჯექსონის შვილებს ეხება.

67 წლის დები როუ იშვიათად ჩნდება საჯაროდ. ცოტა ხნის წინ ის პაპარაცებმა ქუჩაში დააფიქსირეს, დები ძალიან შეცვლილი იყო და მისი ცნობა შეუძლებელი გახლდათ. ეს მისი პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც ცხრა წლის წინ მას ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

ცნობისთვის, ყოფილი მედდა მაიკლ ჯექსონის ორ შვილის, 27 წლის პერის ჯექსონისა და 28 წლის პრინს ჯექსონის დედად ითვლება. ჯექსონს ასევე ჰყავს მესამე შვილი, 23 წლის ბიგი ჯექსონი, რომელიც 2002 წელს სუროგატი დედის დახმარებით შეეძინა.

წლების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ჭორები, რომ მაიკლ ჯექსონი შესაძლოა, არც ერთი შვილის ბიოლოგიური მამა არ ყოფილიყო. თავად დებმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ხელოვნური განაყოფიერების გზით დაორსულდა, ბიოლოგიური მასალის დონორი კი მაიკლი იყო.

მაიკლ ჯექსონი დები როუსს მაშინ შეხვდა, როდესაც ის მისი დერმატოლოგის, არნოლდ კლაინის ასისტენტად მუშაობდა. ეს მოხდა მალევე მას შემდეგ, რაც ჯექსონი ლიზა მარია პრესლის დაშორდა. დები, როგორც ამბობენ, ჯექსონის დიდი გულშემატკივარი იყო და სწორედ მან შესთავაზა მომღერალს, მისთვის შვილები გაეჩინა.

დები როუ და მაიკლ ჯექსონი 1996 წელს, სიდნეიში გამართულ, დახურულ ცერემონიაზე დაქორწინდნენ. ქორწინება ოთხ წელიწადში, 2000 წელს დასრულდა.

ფოტო/ვიდეო: მაიკლ ჯექსონის ერთადერთი ქალიშვილი, პერის ჯექსონი ფანტასტიკურ ფორმაშია

მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები